international security assistance force

international security assistance force

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისიის შესრულება დაიწყეს

2w ago
SOURCE  

Description

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში სამოქმედო არეალი უკვე სრულად გადაიბარა. ბათუმის ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმის ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარეს. ქვედანაყოფი ამბოხებულთა წინააღმდეგ სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდა: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.