national archives

national archives

06.08.2012 Imedi, ეროვნული არქივი, National Archives of Georgia

9mo ago
SOURCE  

Description

გაზეთ „პრაიმტაიმის" მიერ ორგანიზებული ხსოვნის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში დღეს გამოფენა „საქართველოს მოპარული ისტორია" გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს მასალები. გამოფენა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. მეორე ნაწილი მოიცავს გასაბჭოების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, შს სამინისტროს საარქივო მასალების მიხედვით.